ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ კორონავირუსის გამო დაწესებული მკაცრი კარანტინი არაკონსტიტუციურად ცნო

ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ, გასულ წელს, კორონავირუსის გამო დაწესებული მკაცრი კარანტინი არაკონსტიტუციურად ცნო. ინფორმაციას ამის შესახებ ბი-ბი-სი აქვეყნებს.

სასამართლოდ გადაწყვეტილებით, შემზღუდველი ზომების დარღვევის გამო დაჯარიმებულ მოქალაქეებს, საშუალება აქვთ მათ მიმართ დაკისრებული სანქციები გაასაჩივრონ და ჯარიმის სახით გადახდილი თანხა უკან დაიბრუნონ.

თუმცა, იგივე დადგენილება უკრძალავს კომპანიებს და ბიზნესის წარმომადგენლებს სახელმწიფოს წინააღმდეგ სარჩელის შეტანას.

ესპანეთის ხელისუფლებამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 2020 წლის 14 მარტს გამოაცხადა და  შემზღუდველი ზომები ძალაში 2020 წლის ივნისამდე გაგრძელდა.

კომენტარები
იტვირთება...