ესპანეთის სენატის საგარეო საქმეთა კომისიის თავმჯომარე: ქართველ ხალხს გილოცავთ 26 მაისს

ესპანეთის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ანტონიო გუტიერეს ლიმონესი, საქართველოს და ქართველ ხალხს 26 მაისს ულოცავს.

“სენატის საგარეო საქმეთა კომისიის თავმჯომარის რანგში მსურს მოგილოცოთ ქართველ ხალხს 26 მაისის ეროვნული დღესასწაული, დღე, როდესაც საქართველო დამოუკიდებლობას აღნიშნავს. ასევე მინდა გითხრათ, რომ ესპანეთი და საქართველო ვაგრძელებთ მჭიდრო ურთიერთ თანამშრომლობას, რათა ერთად დავძლიოთ კოვიდ – 19 გამოწვეული კრიზისი და ჩვენი ქვეყნებისთვის უკეთესი მომავალი შევქმნათ.” – აცხადებს იგი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად