ესპანეთის სასამართლომ ტარიელ ონიანს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური პორტალები ავრცელებენ

1 აპრილს, ესპანეთის ნაციონალური სასამართლოს სისხლისსამართლებრივი პალატის პირველმა სექციამ მარი რიერას თავმჯდომარეობით, ტარიელი ონიანი ფულის გათეთრების მიზნით ორგანიზებულ-დანაშაულებრივი ჯგუფის შექმნაში სცნო დამნაშავედ და მას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლომ მას  აგრეთვე ხარჯების ანაზღაურების და ჯარიმის სახით 36000 ევროს გადახდა დააკისრა.

სასამართლომ დამტკიცებულად მიიჩნია, რომ სულ მცირე 2000-დან 2005 წლამდე ის იყო ევროპის, აგრეთვე აშშ-ის ტერიტორიაზე დანაშაულებრივი გზით მოპოვებული თანხების გათეთრების მიზნით ესპანეთში შექმნილი დანაშაულებრივი დაჯგუფების ხელმძღვანელი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად