ესპანეთის საპატიო კონსული მიხეილ ახვლედიანი ესპანეთმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა

ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა – ხოსე მანუელ გარსია-მარგალომ, 2016 წლის 28 თებერვალს, ესპანეთის სამეფოსთვის გაწეული სამსახურისთვის, სამოქალაქო ღირსების ორდენით დააჯილდოვა – მიხეილ ახვლედიანი – ესპანეთის სამეფოს საპატიო კონსული საქართველოში.

როგორც მიხეილ ახვლედიანი "აიპრესთან" საუბრისას აცხადებს, ეს ჯილდო მისთვის ძალიან დიდი დაფასებისა და პატივისცემის სიმბოლოა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ესპანეთის მხარემ დადებითად შეფასა მისი საქმიანობა, რომელიც ესპანელი და ქართველი ხალხის კიდევ უფრო მეტად დაახლოებას ისახავს მიზნად.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში ის შეხვდა პრემიერმინისტრს, პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს და საგარეო საქმეთა მინისტრს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...