ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: თანამედროვე მსოფლიოში სანქციები გეოპოლიტიკურ იარაღად გამოიყენება

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკომისიის უმაღლესი წარმომადგენლის კანდიდატმა, ევროკომისიის თავმჯდომარის მოადგილემ, ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ თანამედროვე მსოფლიოში სანქციები გეოპოლიტიკურ იარაღად გამოიყენება. ამის შესახებ მან შეკითხვებზე წერილობით პასუხში აღნიშნა.

ჟოზეფ ბორელის თქმით, თანამედროვე გეოპოლიტიკური კონფლიქტები ხშირად არა “ბრძოლის ველზე”, არამედ კიბერსივრცეში და სხვა სფეროებში ხდება.

”იარაღის ფარგლებში გამოიყენება არა ცივი იარაღი, არამედ ჰიბრიდული ომი ან კიბერშეტევა, სანქციები, გადასახადები, ვალუტის შემცირება და ტექნოლოგიების იძულებითი გადაცემა,” – თქვა მან.

ჟოზეფ ბორელის თანახმად, თუ ევროკავშირს სურს მოთამაშე გახდეს და არა მსოფლიო პოლიტიკაში “უბრალოდ გადამხდელი” იყოს, მაშინ მან ყველა არსებული ინსტრუმენტი უნდა გამოიყენოს, მათ შორის ბერკეტები.

ბორელი ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და სოციალისტური პარტიის წევრია. ივლისში, ევროპულმა საბჭომ, რომელშიც ევროკავშირის 28 წევრი ქვეყნის სახელმწიფოები და მთავრობების ხელმძღვანელები შედიან, მისი კანდიდატურა საგარეო საქმეთა საკითხებში უმაღლესი წარმომადგენლისა და ევროკომისიის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობაზე წარადგინა. ახლა ის, ისევე როგორც ევროკავშირის ხელმძღვანელ პოზიციებზე თანამდებობის დაკავების მსურველი სხვა კანდიდატები, ევროპარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად