ესპანეთის ნაკრების თავდამსხმელის სახლი გაქურდეს

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩში ესპანეთის ნაკრების ფარერებზე სტუმრობის დროს, ესპანეთის ნაკრების თავდამსხმელის ალვარო ბორხა მორატას სახლს ქურდები “ესტუმრნენ”

სახლში ქურდების შეღწევის მომენტში იქ იმყოფებოდნენ ალვარო მორატას მცირეწლოვანი ტყუპები და მეუღლე – ალისია კამპელო, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული ქურდების დანახვისას შოკში ჩავარდა.

სახლიდან სიგნალის მიღებიდან მალევე პოლიცია ადგილზე მივიდა, მაგრამ ქურდებმა რამდენიმე ძვირფასი და აგრეთვე, ოჯახის წევრებისთვის სენტიმენტალური ღირებულების მქონე ნივთის სახლიდან გატანა და მიმალვა მათ მოსვლამდე შეძლეს.

ესპანური პრესა ნაკრების და ბიანკონერების (მადრიდის “ატლეტიკოს” მეტსახელი, საფირმო, შავ-თეთრზოლებიანი მაისურის გამო შერქმეული – “აიპრესი”) თავდამსხმელის ბინის ძარცვის დეტალების აღწერისას უკანასკნელ პერიოდში მეტად გავრცელებულ შემთხვევებს, ფეხბურთელის სახლის გაქურდვისა მისი მინდორზე ყოფნის დროს, შავი ჭირის ეპიდემიას ადარებს.

ალვარო ბორხა მორატა იტალიელ მოდელ ალისია კამპელოს “იუვენტუსში” თამაშის დროს დაუმეგობრდა და მასზე 2016 წლის დეკებერში დაქორწინდა. 2018 წლის ივლისში მათ ტყუპები ალესანდრო და ლეონარდო შეეძინათ და ალვარომ თავი 9 ნომრიანი მაისური მათი სიყვარულის ნიშნად 29 ნომრიანზე გადაცვალა.

ალვარო მორატას ბევრს იმით ახსოვს, რომ მან 2014 წელს კიბოთი დაავადებულ ბავშვებთან სოლიდარობის ნიშნად. თავი გადაიპარსა. “კიბოთი დაავადებულ ბავშვებს სურთ ჰქონდეთ ჩემებრი ვარცხნილობა, მაგრამ მოკლებულნი არიან ამ შესაძლებლობას, ამიტომ მე მექნება მათებრი ვარცხნილობა”, – განცხადა მაშინ ალვარო მორატამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...