ესპანეთის დეპუტატებს უფასოდ დაურიგდათ კრიპტოვალუტები

ესპანეთის კონგრესის ქვედა პალატის 350-ივე წარმომადგენელმა საჩუქრად მიიღო 1 ევროს კრიპტოვალუტა. ციფრული ფული მათ კომპანია Tutellus-მა გადაურიცხა. ეს არის დეცენტრალიზებული პლატფორმა, რომელიც ჩართულია ბლოკჩეინის სფეროში საგანმანათლებლო პროექტების ტოკენიზაციაში და მიზნად ისახავს ციფრული აქტივების პოპულარიზაციას საზოგადოებაში.

Tutellus-ის ხელმძღვანელმა, მიგელ კაბალიერომ თქვა, რომ ეს ქმედება მიზნად ისახავს ესპანელი დეპუტატების წიგნიერების გაზრდას ციფრული ტექნოლოგიების საკითხებში. ხელისუფლებას მეტი შესაძლებლობა ექნება იმუშაოს კრიპტოვალუტასთან და გააცნობიეროს მისი როლი თანამედროვე სამყაროში.

”მთავრობის პატივცემულ წევრებს ავუხსენით, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ფულის გამოყენების ღრმა ცვლილებების პერიოდში და ხაზი გავუსვით მნიშვნელოვან როლს, რომელსაც კრიპტოვალუტები თამაშობენ დღეს”, – განმარტა კაბალიერომ.

5 ოქტომბერს მსგავსი ქმედება მოხდა შეერთებულ შტატებში. აშშ-ს ციფრული კომერციის სახლის პოლიტიკური ჩართულობის კომიტეტმა კონგრესის 541 წევრს გაუგზავნა 50 აშშ დოლარი ბიტკოინით. ინიციატივა ასევე მიზნად ისახავს ხელისუფლების ციფრული წიგნიერების ამაღლებას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად