ესპანეთის ჩემპიონატი 8 ივნისიდან განახლდება

ესპანეთის პრემიერ მინისტრმა პედრო სანჩესმა განაცხადა, რომ მთავრობამ დაუშვა, რომ ქვეყანაში საფეხბურთო ჩემპიონატი 8 ივნისიდან აღდგეს.

“ახალი ჰორიზონტები ჩვენს თვალწინ იხსნება. დროა ყოველდღიურ საქმიანობას. მათ შორის არის ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატები, რომელიც 8 ივნისს დაბრუნდება. ” – აცხადებს სანჩესი.

კორონავირუსული პანდემიის შედეგად გამოწვეულ შესვენებამდე, რომელიც ესპანეთის ჩემპიონატში მოხდა, 27 ტური გაიმართა. ტურნირში “ბარსელონა” ლიდერობს, რომელსაც 58 ქულა აქვს.

კორონავირუსული დაავადება ჩინეთში, ვუჰანში 2019 წლის დეკემბერში დაფიქსირდა. უახლესი მონაცემებით, COVID-19-ის შედეგად გარდაიცვალა 340 ათასი ადამიანი, გამოჯანმრთელებულია 2.1 მილიონი. მტელს მსოფლიოში კი ვირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 5,3 მილიონს გადააჭარბა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად