ესპანეთის 30 პროვინციაში მეტეოროლოგიური განგაში გამოცხადდა

ესპანეთის 30 პროვინციაში, ტემპერატურის დაცემისა და ძლიერი ქარის გამო, ქვეყნის ხელისუფლებამ მეტეოროლოგიური განგაში გამოაცხადა.

რეგიონების უმრავლესობაში საფრთხის დონე ყვითელ დონემდეა აყვანილი, ზოგიერთში კი – ნარინჯისფერ დონემდე. მოსალოდნელია, რომ ტემპერატურა შესაძლოა -10 გრადუსამდე დაეცეს, ხოლო ქარის სიჩქარე – 22 კმ/სთ-მდე გაიზრდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...