ესპანეთი ტურისტებისთვის დაწესებულ ორკვირიან კარანტინს 1 ივლისიდან გააუქმებს

ესპანეთის მთავრობა, ტურისტებისთვის, ჩამოსვლისთანავე დაწესებულ ორკვირიან საკარანტინო რეჟიმს 1 ივლისიდან გააუქმებს.

გადაწყვეტილება მიღებული იქნა მინისტრთა შეხვედრაზე ორშაბათს, 25 მაისს. ამჟამად საზღვრები უცხოელი მოგზაურთათვის დახურულია.

მანამდე, 23 მაისს, ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა ქვეყანაში, მიმდინარე წლის ივლისიდან, ტურიზმის აღდგენის შესახებ განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ უზრუნველყოს რეგიონების მაცხოვრებლებისა და მოგზაურთათვის უსაფრთხოება. რა სახის ზომების გატარება მოხდება, პრემიერ-მინისტრმა არ დააკონკრეტა და დასძინა, რომ დეტალები უახლოეს მომავალში გამოცხადდება შესაბამისი სამინისტროების მიერ.

12 მაისს, კოროვირუსული პანდემიის ფონზე, ესპანეთის მთავრობამ დააწესა შეზღუდვები ქვეყანაში ჩამსული ყველა უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის. ყველა მოგზაურმა, ვინც შევიდა სახელმწიფოს ტერიტორიაზე 15 მაისიდან 24 მაისამდე, უნდა გაიაროს ორკვირიანი საკარანტინო რეჟიმი. ტურისტებს ეკრძალებოდათ 14 დღის განმავლობაში იზოლაციის ადგილის დატოვება – სასტუმრო ოთახი ან ბინა – გარდა სასურსათო მაღაზიაში ან საავადმყოფოში ვიზიტებისა.

ბოლო მონაცემებით, ესპანეთში COVID-19-ით ინფიცირების 236 ათასზე მეტი დადასტურებული შემთხვევაა. ამავე დროს, გამოჯანმრთელდა 150 ათასი პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა 28 ათასზე მეტი ადამიანი. 11 მაისიდან ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი, რომელზეც ცხოვრობს მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი, გადავიდა საკარანტინო ღონისძიებების შემსუბუქების პირველ ეტაპზე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად