ესპანეთი, საზღვარგარეთიდან ჩასულ ყველა პირზე ორკვირიან კარანტინს აწესებს

ესპანეთში, საზღვარგარეთიდან ჩასულ ყველა მგზავრს, ახალი კორონავირუსული პანდემიის გამო, ორკვირიანი კარანტინის განვლა მოუწევს. ამის შესახებ ნათქვამია განკარგულებაში, რომელიც გამოქვეყნდა სამშაბათს, ქვეყნის მთავრობის მიერ.

ეს ღონისძიება ძალაში შევა 15 მაისს. “საზღვარგარეთიდან ჩამოსულ პირებს, 14 დღის განმავლობაში კარანტინის გავლა მოუწევთ”, – ნათქვამია დოკუმენტში.

აგრეთვე აღინიშნება, რომ საზღვარგარეთიდან ჩასულებს მოუწევთ “სახლში, ან საცხოვრებელი ადგილას დარჩენა”, გარეთ გასვლა მხოლოდ სასურსათო მაღაზიებში, აფთიაქში, სამედიცინო დაწესებულებაში ან ფორსმაჟორის შემთხვევაში შეიძლება, აგრეთვე აუცილებელია დამცავი პირბადის ტარება. მთავრობის გადაწყვეტილება ძალაში რჩება მანამ, სანამ ქვეყანაში საგანგეო მდგომარეობა მოქმედებს.

ესპანეთი, პანდემიის შედეგად ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებული ქვეყანაა. მარტის შუა რიცხვებიდან ქვეყანაში მოქმედებს გაძლიერებული საგანგებო მდგომარეობა. აღნიშნულმა ღონისძიებამ, ქვეყნის ხელისუფლებას საშუალება მისცა, შეეზღუდა მოქალაქეთა გადაადგილება ქვეყნის მასშტაბით. ესპანეთში, ახალი კორონავირუსის გავრცელების დაწყებიდან მოყოლებული, გამოვლენილია 227 ათასზე მეტი ინფიცირებული, ხოლო გარდაიცვალა 26 744 პაციენტი.

ამ ეტაპზე ახალი კორონავირუსის გავრცელება ესპანეთში მცირდება. ამასთან დაკავშირებით, მთავრობა თანდათანობით ამსუბუქებს შემზღუდავ ზომებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად