ესპანეთი აცხადებს, რომ Covid-19-ის ახალი შემთხვევები იზოლირებულია და სიტუაცია კონტროლირებადი ხდება

ესპანეთმა განაცხადა, რომ Covid-19-ის ახალი შემთხვევები იზოლირებულია და სიტუაცია კონტროლირებადი ხდება მას შემდეგ, რაც დიდმა ბრიტანეთმა, ქვეყანაში ესპანეთიდან ჩასული პირებისთვის სავალდებულო 14-დღიანი კარანტინი დააწესა. ამის შესახებ BBC წერს.

ცოტა ხნის წინ, ესპანეთში ინფიცირების მაჩვენებელი მკვეთრად გაიზარდა, ვინაიდან შეზღუდვები მოიხსნა. ქვეყნის ზოგიერთ რეგიონში კვლავ დაწესდა შეზღუდვები, მათ შორის დამცავი პირბადის აუცილებელი ტარება.

“ესპანეთი უსაფრთხოა ესპანელებისთვის და ტურისტებისთვის”, – აცხადებს ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი.

განსაკუთრებით საინტერესოა ინფიცირება ახალგაზრდებში, რომელთა შორის ეს მაჩვენებელი მკვეთრად გაიზარდა.

საფრანგეთში და გერმანიაში აგრეთვე ფიქსირდება ინფიცირების შემთხვევების ზრდა და ეს ხდება მაშინ, როდესაც ქვეყნები იბრძვიან ვირუსის გავრცელებისა და ეკონომიკური ვარდნის წინააღმდეგ.

დიდი ბრიტანეთის ახალი შეზღუდვა, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში ესპანეთიდან ჩასულ ნებისმიერ პირს 14-დღიანი კარანტინის გავლა მოუწევს, ძალაში კვირას შევიდა. ამან უკმაყოფილება გამოიწვია მოგზურებსა და ტუროპერატორებს შორის.

ავიაკომპანიების მხრიდან ამას მკვეთრი რეაგირება მოჰყვა, მათ ამ ნაბიჯს დიდი დარტყმა უწოდეს. ბრიტანეთის უმსხვილესმა ტუროპერატორმა Tui-მ 9 აგვისტომდე ყველა სადღესასწაულო ტური გააუქმა. British Airways კვლავ დაფრინავს, მაგრამ განაცხადა, რომ ამ ნაბიჯმა ათასობით ბრიტანელის სამოგზაურო გეგმა ქაოსში ჩააგდო.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემების მიხედვით, ესპანეთში ახალი კორონავირუსის 272,000-ზე მეტი დადასტურებული შემთხვევაა, ხოლო გარდაიცვალა დაახლოებით 28,400 ადამიანი. ეს არის ერთ-ერთი ის ევროპული ქვეყანა, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა ამ ვირუსით.

ქვეყანაში, ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა სამ კვირაში სამჯერ გაიზარდა, პარასკევს 900-ზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად