ესპანელმა სოციალისტებმა ევროპარლამენტის არჩევნებში ყველაზე მეტი ხმა მიიღეს

ესპანეთის სოციალისტურმა მუშათა პარტიამ, რომელსაც პრემიერმინისტრი პედრო სანჩესი ხელმძღვანელობს, ევროპარლამენტში ყველაზე მეტი ხმა მოიპოვა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

“ესპანეთის მთავრობის ხელმძღვანელმა პედრო სანჩესმა დიდი გამარჯვება მოიპოვა, მან ხმათა დაახლოებით 33% მოიპოვა”, -ციტირებს სააგენტო AFP- ი მთავრობის წარმომადგენლის იზაბელ სელაას სიტყვებს.
სააგენტო “როიტერის” ცნობით, ხმების 98%-ის დათვლის შემდეგ ცხადი გახდა, რომ პედრო სანჩესის პარტია ევროპარლამენტში 20 ადგილს მიიღებს. კონსერვატიული სახალხო პარტია 12 მანდატს, კოალიცია „გაერთიანება“ – 7 ადგილს. აღსანიშნავია, რომ ანტისაიმიგრაციო პარტია Vox-მა მხოლოდ 3 ადგილი მოიპოვა.
შეგახსენებთ, ევროპარლამენტის არჩევნები ევროკავშირის ქვეყნებში 23 მაისს დაიწყო. 26 მაისს ევროკავშირის საკანონმდებლო ორგანოს არჩევნებში კენჭისყრის მეოთხე და ბოლო დღე იყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...