ესკო: აპრილში ელექტროენერგიის იმპორტი 7.2–ჯერ გაიზარდა

საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი ზრდას განაგრძობს.

საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი ზრდას განაგრძობს.

ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მონაცემებით, მიმდინარე წლის აპრილში საქართველოში 80.840 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიის იმპორტი განხორციელდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე (11.216 მლნ კვტ.სთ) დაახლოებით, 7.2–ჯერ მეტია, ანუ ზრდამ თითქმის 620% შეადგინა.

საერთო ჯამში, 2019 წლის პირველ ოთხ თვეში საქართველომ 613.9 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია შეიძინა, გასულ წელს კი – 541.998 მლნ კვტ.სთ.

იმპორტისგან განსხვავებით, საექსპორტო ელექტროენერგია საქართველოში გენერაციის ობიექტებმა თითქმის ვერ გამოიმუშავეს. თუ გასული წლის აპრილში, თითქმის 62 მლნ კვტ.სთ გავიდა ექსპორტზე, 2019 წლის აპრილში ეს მაჩვენებელი 38 ათას კვტ.სთ-ზე ჩამოვიდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...