ესკალატორების ტექნიკური ხარვეზის გამო მეტროსადგურ “წერეთელზე” მგზავრთა მიღება შეჩერებული იყო

თბილისის სატრანსპორტო კომპანია მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ტექნიკური ხარვეზი აღმოფხვრილია.

“მეტროსადგურ „წერეთელზე“ მგზავრთა მიღება განახლდა. შეგახსენებთ, რომ ესკალატორების  ტექნიკური ხარვეზის გამო სადგური დროებით ვერ ემსახურებოდა  მგზავრებს.

სატრანსპორტო კომპანიის შესაბამისმა სამსახურებმა დროულად შეძლეს ტექნიკური ხარვეზის აღმოფხვრა და თბილისის მეტროს ორივე ხაზი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას”, – ნათქვამია თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად