“ეს უსუსური, პოლიტიკური გვამი ხაბაძე თავმჯდომარის კაბინეტში მე დავსვი”

საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერი მურმან დუმბაძე აჭარის უმაღლესი საბჭოს ვიცე სპიკერის დავით ბაციკაძის განცხადებას იმის შესახებ, რომ რამდენიმე დღის წინ დუმბაძე ლევან ვარშალომიძეს თურქეთის ქალაქ ტრაპზონში შეხვდა ეხმიანება და ხუმრობით პასუხობს. 

"ნამდვილად ვადასტურებ, რომ მე ლევან ვარშალომიძესთან მაქვს ინტენსიური კავშირი 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ. მიმოწერა ხდება სკაიპით, ვაიბერით და ელექტრონული ფოსტის საშუალებით. ზოგჯერ წერილობით საფოსტო ფორმებსაც ვიყენებთ. ძირითადად ამ წლების მანძილზე საუბარი იყო სად უნდა შევხვედროდი მე ლევან ვარშალომიძეს და სად უნდა გადაკვეთილიყო ჩვენი გზები. ლევან ვარშალომიძე იხრებოდა იქეთკენ, რომ შეხვედრა მომხდარიყო ვენერაზე, მე უფრო ვიხრებოდი, რომ შეხვედრა მომხდარიყო მარსზე. ამ ორი წლის განმავლობაში მოხდა ისე, დღე-ღამის ფაზების ცვლილების გამო,  მარსი მოუახლოვდა დედამიწას და გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ შეხვედრა მომხდარიყო მარსზე. ლევანი ჩამოფრინდა მარსზე, მეც ჩავფრინდი და შეხვედრა მოვაწყვეთ. შეხვედრაზე დიდი დრო დავუთმეთ საქართველოს ერთ-ერთ აღიარებულ პოლიტიკოს დავით ბაციკაძის შესახებ საუბარს." – ამბობს ხურობით დუმბაძე.

ჟურნალისტის კითხვაზე, რეალურად თუ მოხდა შეხვედრა, დასძენს – "როცა კაცს ტვინი აქვს ნაღრძობი, არის ავადმყოფი, გამოხრული აქვს ტვინი, როგორ შეიძლება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ასეთ სისულელეზე აკეთოს კომენტარი. ეს არის ავადმყოფი და მაგის ავადმყოფობის შესახებ დოკუმენტები გამოქვეყნდება მალე. საერთოდ მისი პოლიტიკური მდგრადობის შესახებ კი არა, მისი მორალური მდგრადობის შესახებ გამოვაქვეყნებთ დოკუმენტებს.“

_ როდის შეხვდით ბოლოს ლევან ვარშალომიძეს?

_ ლევან ვარშალომიძეს შევხვდი 2012 წლის 28 ოქტომბერს, როცა ეს მე-7 კლასელის გონების ადამიანი არჩილ ხაბაძე მივიყვანე მთავრობის თავმჯდომარის კაბინეტში, იქ დავტოვე, კაბინეტის გასაღები ჩავაბარე… ეს უსუსური, პოლიტიკური გვამი… და ლევან ვარშალომიძე გამოვაძევე იმ კაბინეტიდან. ეს იყო 2012 წლის 28 ოქტომბერი. ეს იყო ჩემი მეორე თუ მესამე შეხვედრა მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე.

მურმან დუმბაძე ბაციკაძის განცხადებასთან დაკავშირებით ამატებს, რომ ბაციკაძე „ოცნებაში“ პორტირებული ნაცია.

_ მურმან დუმბაძე როდის იყო, რომ ჩუმად აკეთებდა საქმეს. ლევან ვარშალომიძის ლაქია და მაკასინებს რომ ულოკავდა იცით? ეს იყო “ ნაციონალური მოძრაობის“  ფრაქციის თავმჯდომარე თუ მოადგილე ორი წლის განმავლობაში.  ეს იყო ყველაზე ბინძური ნაციონალი აჭარის უმაღლეს საბჭოში 2004-2005 წლებში. როგორც დღეს ქართულ ოცნებას იცავს, ისე იცავდა „ნაციონალურ მოძრაობას“. ეს არის პორტირებული ნაცი. ნაციონალები მოიკითხოს საკუთარ თავთან და მარიკა ვერულაშვილებთან და იაშა შერვაშიძეებთან. უმრავლესობის ლიდერები რომ გახადეს და 12 კაცი მიიღეს უმრავლესობაში. მე იმიტომ გავემიჯნე, რომ ოცნებას ძალიან გაუხანგრძლივდა კოჰაბიტაცია „ნაციონალურ მოძრაობასთან“. სანამ ყარაფილა არ მიიღეს, ზურა ვაზაგაშვილის მამა არ ააფეთქეს, იქამდე ვერ მიხვდნენ, რომ ნაციონალებთან კავშირი არ შეიძებოდა. „ქართულმა ოცნებამ“ უმაღლეს საბჭოში უმრავლესობა დაკარგა და გადაწყვეტილება იქნება მიღებული იმდაგვარად, რა შემოთავაზებაც იქნება იმდაგვარად. თუ მოქალაქის, ჩემი ოჯახის და საქართველოს სასარგებლოდ იქნება გადაწყვეტილება, მე მხარს დავუჭერ.

შეგახსენებთ, რომ აჭარის უმაღლესი საბჭოს ვიცე სპიკერმა, კონსერვატორმა დავით ბაციკაძემ განაცხადა, რომ მურმან დუმბაძე რამდენიმე დღის წინ ლევან ვარშალომიძეს თურქეთის ქალაქ ტრაპზონში შეხვდა და ეჭვი აქვს, რომ დუმბაძე "ნაციონალურ მოძრაობასთან" პოლიტიკურ გაერთიანებას აპირებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად