“ეს არის სპეციალურად განპირობებული აქტი” – ანა დოლიძის ბინა გაძარცვეს

თბილისში ანა დოლიძის ბინა გაძარცვეს. პოლიტიკური პარტია “მოძრაობა ხალხისთვის ” ლიდერის განცხადებით, წაღებულია ძვირფასეულობა.

ანა დოლიძე არც იმას გამორიცხავს, რომ  მომხდარი მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირდება. დაწყებულია გამოძიება 177- ე მუხლით.

“ეს არის სპეციალურად განპირობებული აქტი, ეძებდნენ საბუთებს, ან ეგულებოდათ დიდი რაოდენობით ფული, რადგან ყველამ იცის, რომ საჯარო რეესტრში ეს არის ჩემი ბინა, ჩემს დეკლარაციაშიც არის აღნიშნული, რომ ეს არის ჩემი ბინა.

ჩაატარეს საგამოძიებო მოქმედებები, აიღეს ანაბეჭდები. არავითარი „ქუჩის ხალხის“ გაკეთებული ეს არ არის, ნამუშევარია სუფთად.” – განაცხადა ანა დოლიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად