“ეს არ იყო არჩევნები, ეს იყო ომი” – ოპოზიცია აქციას ხვალ რუსთაველზე გამართავს

ეს არ იყო არჩევნები, ეს იყო ომი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა და გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატმა განუცხადა ოპოზიციის კონსულტაციების შემდეგ.

ოპოზიცია მსჯელობდა იმაზე, დღესვე გადასულიყვნენ ცესკოსთან და გაემართათ აქცია თუ აქცია ხვალ გაეგრძელებინათ. ოპოზიციის გადაწყვეტილებით აქცია ხვალ რუსთაველის გამზირზე 16:00 საათზე გაიმართება.

“სამწუხაროდ ლიდერების დიდი ნაწილი იმყოფება რეგიონებში, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როდესაც გადაწყვეტილება სწრაფად იყო მისაღები. ხვალ 4 საათზე გელოდებით რუსთაველზე. ეს არ იყო არჩევნები, ეს იყო ომი და ეს ომი ჩვენ არ წაგვიგია. მთავარს ვამბობთ ახლა, კიდევ უფრო მთავარს ვიტყვით ხვალ”, – განაცხადა ნიკა მელიამ.

პარალელურად ოპოზიციის მცირე ნაწილისა და მათი მხარდამჭერების აქცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს ცესკოსთან, სადაც აქციის მონაწილეები სკანდირებენ – “ქურდებო”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად