“ერთსულოვნება” პატრიარქს მეუფე პეტრეს ტელეკომპანიის ხელმძღვანელად დატოვებას სთხოვს

ტელეკომპანია "ერთსულოვნება"-ს თანამშრომლები საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმიდეს და უნეტარეს ილია მეორეს თხოვნით მიმართავენ და ჭყონდიდელი მიტროპოლიტის, მეუფე პეტრეს(ცაავა) ტელეკომპანიის ხელმძღვანელად დატოვებას თხოვენ.

"ტელეკომპანია "ერთსულოვნება" დღემდე ემსახურებოდა სარწმუნოებრივ და ეროვნულ ფასეულობას. იმედი გვაქვს, ის შრომა და ღვაწლი, რაც მეუფემ ამ წლების განმავლობაში გასცა  ტელევიზიის განვითარების საქმეში, მომავალში დაფასდება. 

უმორჩილესად ვთხოვთ საქართველოს კათოლუკოს-პატრიარქს, უწმიდეს და უნეტარეს ილია მეორეს, გაითვალისწინოს თოთოეული ტელეკომპანიის თანამშრომლის უდიდესი სურვილი და საპატრიარქოს ტელევიზია "ერთსულოვნების" დირექტორის თანამდებობაზე დატოვოს ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე", – ამის შესახებ მამა ზურაბ ცხოვრებაძემ ჟურნალისტებთან ბრიფინგზე განაცხადა. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად