ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება მათემატიკითა და ხელოვნებით დაიწყო

გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა დღეს ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება მათემატიკითა და გამოყენები ხელოვნებით დაიწყო.

“იწყება აბიტურიენტთა ნაშრომებისა და მათი ქულების გამოქვეყნება. გთავაზობთ პირველად შედეგებს მათემატიკაში, ასევე სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში.

საკუთარი შედეგის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე online.naec.ge, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა კოდი.

პირად გვერდზე გამოსაცდელს ექნება საკუთარი ნაშრომის ასლისა და კონკრეტულ საგანში მიღებული პირველადი, „ნედლი“ ქულის ნახვის შესაძლებლობა. ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება საპრეტენზიო განაცხადების განხილვის, ქულების გათანაბრებისა და სკალირების შემდეგ”, – აღნიშნულია გავერცელებულ განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად