ერთიანი ეროვნული გამოცდები კვლავ ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატით ჩატარდება

განათლების რეფორმის ფარგლებში ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და გამოსაშვები გამოცდების სისტემამ ცვლილება განიცადა. დაინერგა შეფასების ახალი მოდელი,რომელიც,როგორც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტოში აცხადებენ აბიტურიენტებისა და მოსწავლეების ინტერესებზეა მორგებული.

როგორც “აიპრესს” შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში განუცხადეს მიმდინარე წელს, ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების ფორმატში ცვლილებები არ იგეგემება და აბიტურიენტები კვლავ ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატით ჩააბარებენ გამოცდებს.

ამასთანავე ცენტრში განმარტავენ,რომ სრულიად ელექტრონულ ფორმატზე გადასასვლელად მიმდინარეობს გარკვეული სამუშაოები,თუმცა დაზუსტებით, თუ როდის მოხდება,ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარება  სრულიად ელექტრონულ ფორმატით ამ ეტაპზე უცნობია.

“შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა არა ერთხელ განაცხადა, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები 2019 წელს წინა წლების მსგავსად ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატით ჩატარდება.ამ მიმართულებით ცვლილება არ იგეგმება.

რაც შეეხება სამომავლო პერსპექტივას, სრულად ელექტრონულ ფორმატზე გადასვლას ან ვიდოდავალებების ინტეგრირებას, ეს არის სამომავლო გეგმა და ამას სჭირდება განსაკუთრებული მომზადება.

მნიშვნელოვანი ფაქტორია აბიტურიენტების მზაობაც. ამ მიმართულებით მიმდინარეობს მუშაობა და შესაძლოა ჩატარდეს მცირე ჯგუფთან პილოტირება ამ ტიპის შეფასების მოსამზადებლად, თუმცა ვიდეოდავალებების გამოყენება არ იგეგმება არც პილოტირების ეტაპზე.”,-აცხადებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

ცნობისთვის,2019 წელს სკოლის გამოსაშვებ გამოცდებს მე-11 და მე-12 კლასელები აღარ ჩააბარებენ.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ: რა სიახლეებს სთავაზობს განათლების სამინისტრო აბიტურიენტებს და მოსწავლეებს?-განათლების რეფორმის დეტალები

 

მასალის ავტორი: თეონა ციხიშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად