ერთი ოქრო, ორი ვერცხლი და მსოფლიო რეკორდი – რეზი დავითაძის ტრიუმფი ევროპის ჩემპიონატზე

20 წლის ძალოსანმა რეზი დავითაძემ ერთი ოქროს და ორი ვერცხლის მედალი აიღო და თან 23 წლამდელთა შორის კონტინენტის რეკორდი დაამყარა.

ბათუმში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მონაგარი სამი მედლით გაიზარდა. რეზი დავითაძემ ახალ წონით სტანდარტში – 89 კილოგრამ წონით კატეგორიაში ატაცში 170 კილოგრამის დამორჩილებით ოქროს მედალი მოიპოვა და იქვე 23-წლამდელთა ევროპის რეკორდი ორი კილოგრამით გააუმჯობესა.

ოქრო დავითაძემ ატაცში 170 კილოგრამით მოიპოვა, რაც პარალელურად 23-წლამდელთა შორის ევროპის ახალი რეკორდი იყო. მეორე კატეგორიაში ევროპის ორგზის ჩემპიონმა 200 კილოგრამი აკრა, ორჭიდში კი 370 კილოგრამი დააგროვა, რითიც ვერცხლის მედალი მოიპოვა.

რევაზ დავითაძეს ორჭიდის ჯამში ერთი ქულით აჯობა სომეხმა სპორტსმენმა დავით ჰოვანესიანმა. ათლეტმა 207 კილოგრამი აკრა და ორჭიდის ჯამში 371 კილოგრამით ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონი გახდა. მესამე ადგილი კი მისმა თანამემამულემ 360 ქულით დაიკავა. ეცროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებს ჯამში ექვსი მედალი აქვს. რევაზ დავითაძემდე აკვრაში ოქრო, შოთა მიშველიძემ (61 კგ.) აიღო, აკვრაში ვერცხლი და ორჭიდში ბრინჯაო კი გოგა ჩხეიძემ (67 კგ.) მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად