ერთი კვირის განმავლობაში საგადასახადო სამართალდარღვევის 516 ფაქტი გამოვლინდა

2-8 სექტემბერს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიების შედეგად, საგადასახადო სამართალდარღვევის 516 ფაქტი გამოვლინდა. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრების მიერ შემოწმდა 3 869 გადამხდელი, რის შედეგადაც დაფიქსირდა შემდეგი საგადასახადო სამართალდარღვევები:   საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების 150 შემთხვევა;
ეკონომიკური საქმიანობის გადასახადის გადამხდელად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით განხორციელების 28 ფაქტი;
მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო- სალარო აპარატის გამოუყენებლობის 338 შემთხვევა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...