ერთი გარდაცვლილი და ერთი დაშავებული – ავარია ბობოყვათთან

ქობულეთში, სოფელ ბობოყვათთან მომხდარ ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ერთი კი დაშავდა. გარდაცვლილია 60 წლამდე მამაკაცი.

შემთხვევა ღამით მოხდა, სოფლის მცხოვრებლების თქმით, მანქანა ჯერ ხეს შეეჯახა, შემდეგ კი ხევში გადავარდა. მანქანის ამოყვანა, სამაშველო სამსახურის დახმარებით მოხდა.

მანქანაში მსხდომი ორივე ადამიანი, ერთი ოჯახის წევრები იყვნენ. დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ, ქობულეთის საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების თქმით, მისი ჯამრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
შს სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე და მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად