ერთი დაღუპული და 29 დაშავებული – აფეთქება ერაყში

ერაყის დედაქალაქ ბაღდადის სამხრეთ ნაწილში, სამხედრო ბაზაზე აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და 29 დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Xinhua ავრცელებს.

”ბაღდადის სამხრეთ ნაწილში ძლიერი აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 29 დაშავდა“,-წერს სააგენტო.

დაშავებულთა შორის რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქეა.
აფეთქების შედეგად ასევე მახლობლად მდებარე შენობები დაზიანდა. შემთხვევის ადგილზე მეხანძრეები და სამოქალაქო თავდაცვის ძალები მივიდნენ.

უწყების წარმომადგენლის განცხადებით, დაშავებულთა უმრავლესობამ მსუბუქი სახის დაზიანებები მიიღო, ზოგი საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად