ერთი დაღუპული და 12 დაჭრილი -სროლა ნიუ-იორკში

ნიუ-იორკში, ბრუკლინის რაიონში, შაბათს ადგილობრივი დროით, საღამოს “მშვიდობიან ღონისძიებაზე” სროლა მოხდა. ამის შესახებ ქალაქის მერმა ბილ დე ბლაზიომ თავის Twitter- ის გვერდზე დაწერა.

New York Post-ი სამართალდამცავ ორგანოში წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ თავდამსხმელებმა ცეცხლი საქველმოქმედო საღამოზე გახსნეს. ინციდენტის შედეგად, 38 წლის მამაკაცი დაიღუპა. სროლის დროს ასევე 11 ადამიანი დაშავდა – ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

პოლიციამ ინციდენტის ადგილიდან ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო, ეჭვმიტანილი ჯერ დაკავებული არ არის.

Daily News-ს პოლიციაში მინიმუმ ერთი გარდაცვლილის შესახებ ინფორმაცია დაუდასტურეს. ოფიციალურად, პოლიციის სპიკერმა განაცხადა, რომ შემთხვევის შედეგად 11-12 ადამიანი დაიჭრა, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე უცნობია. სროლის მოტივი და სხვა დეტალები ამ დროისთვის დგინდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...