ერთი დაღუპული და 10 დაშავებული – თავდასხმა ფინეთში

ფინეთის ქალაქ კუპიოში პროფესიულ კოლეჯზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და ათი დაშავდა. ამის შესახებ მიკრობლოგ Twitter- ზე აღმოსავლეთ ფინეთის პოლიცია იტყობინება.

პოლიციის წინასწარი მონაცემებით, ინციდენტის შედეგად ასევე თავდამსხმელი დაშავდა. პოლიციამ ინციდენტის დროს ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენა, კიდევ ერთი ეჭვმიტანილი პატიმრობაში იმყოფება.

საავადმყოფომ დაადასტურა, რომ ათი ადამიანია ჰოსპიტალიზებული, ორი მათგანი მძიმედაა დაშავებული. თვითმხილველების თქმით, დამნაშავემ ცივი იარაღი გამოიყენა.

საგანმანათლებლო დაწესებულება სავაჭრო ცენტრ Hermann-ში მდებარეობს, საიდანაც  ყველა ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. პოლიციამ არ დააკონკრეტა იარაღი, რომლითაც თავდამსხმელი ხალხს თავს დაესხა.

სავაჭრო ცენტრში პირველ და მეორე სართულზე კოლეჯის დროებითი შენობაა განთავსებული, რომელშიც ბიზნესის განყოფილების სტუდენტები სწავლობენ. თვითმხილველების თქმით, ინციდენტი კოლეჯის მეორე სართულზე მოხდა.

ფინეთის პრემიერმინისტრმა ანთი რინმა კოლეჯზე განხორციელებულ თავდასხმას მიუღებელი და შოკისმომგვრელი ძალადობა უწოდა.

”მთავრობა შექმნილ ვითარებას ყურადღებით აკვირდება. სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ყველა ახლობელს”,- წერს ის თავის Twitter- ზე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად