“ერთად ერთის წინააღმდეგ”- ქუთაისში გაერთიანებული ოპოზიცია აქცია-მსვლელობას გამართავს

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები კიკვიძის ძეგლთან შეიკრიბებიან და აღმაშენებლის მოედნამდე ფეხით მსვლელობას მოაწყობენ.

როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, ეს მშვიდობიანი მანიფესტაცია იქნება.
„ჩვენ ვმართავთ მშვიდობიან მანიფესტაციას. რა თქმა უნდა, გარკვეული ნაწილის მობილიზებას ვახდენთ, მაგრამ ასევე იქნებიან მოქალაქეები, საკუთარი ნებით. ერთადერთი მოთხოვნა გვაქვს, დროებითმა მთავრობამ ჩაატაროს პროპორციული არჩევნები. სიმბოლურია ეს მსვლელობაც, რადგან ახლა საზოგადოება გზას ზუსტად კიკვიძიდან აღმაშენებლამდე გადის”,-განაცხადა Ipress-თან გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი თევდორაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად