ერთა ლიგის ტურნირზე ქართველმა ფეხბურთელებმა სომხეთის ნაკრებთან ფრედ, 2:2 ითამაშეს

ერტა ლიგის მესამე ტურის შეხვედრა საქართველოს და სომხეთის ფეხბურთელთა ნაკრებებს შორის პოლონეთის ქალაქ ტიხში გაიმართა და ფრედ 2:2 დასრულდა.

ბელარუსის ნაკრების დამარცხების შემდეგ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა სომხეთთან შემადგენლობა შეცვალა და წნა თამაშის სასტარტო შემაგდენლობიდან მხოლოდ 2 ფეხბურთელი დატოვა. სრულად ახალი იყო დაცვის ხაზი: მეკარე – გიორგი მაკარიძე, დაცვაში – ვაკო გვილია, გიორგი აბურჯანია, ლევან შენგელია და ნიკა კაჭარავა. 14 ოქტომბერს სკოპიეში ჩვენი გუნდი ჩრდილოეთ მაკედონაის უნდა ესტუმროს და შეხვედრების სწორედ ასეთმა მძიმე კალენდარმა განაპირობა ცვლილებები ძირითად შემადგენლობაში.
დღევანდელ შეხვედრაში ანგარიში სომეხმა ფეხბურთელებმა გახსნეს. მაკარიძის კარი ზუსტი დარტყმით ჰორენ ბაირამიანმა აიღო.
პირველი ტაიმის ბოლომდე ქართველი ფეხბურთელები განუწყვეტლად უტევდნენ მეტოქის კარს და რამდენიმე რეალური საგოლე მომენტიც შექმნეს, მაგრამ შეხვედრის პირველი ნახევარი სომეხი ფეხბურთელების გამარჯვებით დასრულდა.
მეორე ტაიმის დაწყებისთანავე, 30-ე წამზე ნიკა კაჭარავამ ანგარიში გაათანაბრა.
შეხვედრის 74-ე წუთე შეცვლაზე შემოსულმა თორნიკე ოქრიაშვილმა ჩვენი ნაკრები დააწინაურა.
საბოლოო ანგარიში მატჩის მიწურულს სომხეთის ნაკრების კაპიტანმა ჰენრიხ მხითარიანმა თერთმეტმეტრიანი დარტყმით დააფიქსირა და შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა.
საქართველოს ნაკრები ჯგუფში 5 ქულით ლიდერობს ჩრდილოეთ მაკედონიასთან ერთად, რომელმაც ტალინში ესტონეთთან 3:3 ითამაშა. შემდეგ შეხვედრას 14 ოქტომბერს ჩვენი გუნდი სწორედ ჩრდილოეთ მაკედონიასთან გამართავს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად