D ლიგის მესამე ჯგუფში კოსოვომ საკუთარ მოედანზე აზერბაიჯანი 4:0 დაამარცხა და პირველ ადგილზე გავიდა.
საბოლოოდ D ლიგის ჯგუფებში გამარჯვებული გუნდები ამ თანმიმდევრობით განლაგდნენ:
1. საქართველო 16 ქულა, ბურთ. სხვაობა 12-2
2. მაკედონია 15 ქულა, ბურთ. სხვაობა 14-5
3. კოსოვი 14 ქულა, ბურთ. სხვაობა 15-2
4. ბელარუსი 14 ქულა, ბურთ.სხვაობა 10-0
პლეი-ოფის ნახევარფინალში მასპინძლები საქართველო და მაკედონია იქნებიან და ისინი, შესაბამისად, კოსოვოს და ბელარუსს შეხვდებიან.
პლეი-ოფის ფინალის მასპინძლის ვინაობა წილისყრით გაირკვევა.
მასალა მოამზადა რაულ კაპანაძემ.