ერთ მსახიობის თეატრი „ვერიკო“, ხორავას სახელობის მსახიობის სახლში დაიწყებს ფუნქციონირებას

13 იანვარს, 15:00 საათზე, აკაკი ხორავას სახელობის მსახიობის სახლში, თეატრის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება.

დაგეგმილია თეატრის მოღვაწეთა დაჯილდოება საქართველოს თეატრალური საზოგადოების სპეციალური პრიზით, მოეწყობა რეჟისორ გიგა ლორთქიფანიძის შემოქმედებისადმი მიძღვნილი ალბომის პრეზენტაცია; გაჟღერდება მნიშვნელოვანი ინფორმაცია: ხვალიდან ერთ მსახიობის თეატრი „ვერიკო“, ხორავას სახელობის მსახიობის სახლში დაიწყებს ფუნქციონირებას.

საზეიმო ღონისძიებებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე დაესწრება.

კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად