ერთ კვირაში მსოფლიოში COVID-19-ით დაღუპულთა რიცხვი 8%-ით გაიზარდა

გასული კვირის განმავლობაში მსოფლიოში კორონავირუსით 3 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, 50 ათასზე მეტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში (WHO) განაცხადეს.

ინფიცირების ახალი შემთხვევების რიცხვი შვიდ დღეში 3%-ით გაიზარდა, ხოლო დაღუპულთა რიცხვი – 8%-ით.

“25-დან 31 ოქტომბრის ჩათვლით, მსოფლიოში ახალი შემთხვევების რიცხვი წინა კვირასთან შედარებით ოდნავ გაიზარდა (3%-ით). საერთო ჯამში, 3 მილიონზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა”, – აღნიშნულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბიულეტენში.

ახალი ინფიცირებულების თითქმის 60% ევროპაში ვლინდება. შვიდი დღის განმავლობაში იქ ავადობის ზრდა 6%-ით დაფიქსირდა, ამერიკის ქვეყნებში – 3%-ით, დასავლეთ წყნარი ოკეანის რეგიონში – 2%-ით.

კომენტარები
იტვირთება...