ერთ-ერთი ვერსიით ავტომშენებლის ქუჩაზე აფეთქებასა და ხანძარს, ნათესავებს შორის დაპირისპირება უძღვოდა

ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევამდე სახლიდან ჩხუბის ხმა გამოდიოდა. ცეცხლი კი საწვავს გაუჩნდა რამაც აალება და აფეთქება გამოიწვია.

ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩაზე ხანძრის შედეგად დაშავებული სამი ადამიანი ქუთაისის თერმულ დაზიანებათა და აღდგენითი პლასტუკური ქირურგიის ცენტრშია მოთავსებული. დამწვრობის ცენტრის ექიმის გიორგი აბესაძის ინფორმაციით, სამივე დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. მათ სხეულის 75- დან 30-იანი% დამწვრობა აღენიშნებათ და სამედიცინო დახმარება უტარდებათ. “შემოვიდა ოთხი პაციენტი, ამათგან სამი რჩება ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. უტარდებათ მკურნალობა, მდგომაროება მძიმეა, მათი თბილისში გადაყვანა საჭირო არ გახდება. რაც შეეხება მეოთხე პაციენტს, არასრულწლოვანი იყო და ის გადაყავთ თბილისში. ასევე თბილისში გადაყავთ ერთი დაშავებული მოქალაქე. ორი პაციენტი სხვა კლინიკაშია მოთავსებული”-განაცხადა გიორგი აბესაძემ.

ავტომშენებლის ქუჩაზე კორპუსის მეორე სართულს გაუჩნდა ცეცხლი. მომხდარის შედეგად კორპუსში რამდენიმე საცხოვრებელი დაზიანდა. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია, რომელიც ადგილზე არსებულ მდგომარეობას გაეცნო. ქუთაისის მერის განცხადებით მიმდინარეობს ზარალის დათვლა. იმ ოჯახებს კი რომლებიც ხანძრის შედეგად დაზარალდნენ, ქალაქის მერია დროებით საცხოვრებლად სასტუმროში გადაიყვანს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად