ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელი წვევამდელები კოჯრის სამხედრო ბაზაზე სახელმწიფო ენას შეისწავლიან

პროგრამაში 40 აზერბაიჯანულენოვანი და სომხურენოვანი წვევამდელია ჩართული. სასწავლო პროცესი A1 დონეზე 2 თვის განმავლობაში გაგრძელდება. პროგრამის ფარგლებში მსმენელები სახელმწიფო ენის საფუძვლებს შეისწავლიან, შეძლებენ ქართულად წერას, კითხვასა და ლაპარაკს.
ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლამ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვეული ეროვნული უმცირესობების წვევამდელებისთვის კოჯრის საწვრთნელ ბაზაზე სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის განხორციელება უკვე დაიწყო.
კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ წვევამდელებს შესაბამისი დონის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცემათ. სწავლების მიზანია საქართველოს მოქალაქე ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს მიეცეთ შესაძლებლობა შეისწავლონ სახელმწიფო ენა და სრულფასოვნად დაიმკვიდრონ თავი ერთიან სახელმწიფოებრივ სივრცეში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...