ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი თელავში, მოსახელობას შეხვდა და „საქმიანი ეზოების” მნიშვნელობაზე ესაუბრა

ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი არჩილ ნიკოლეიშვილი, კახეთის რეგიონში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადეგნლებთან ერთად,  თელავში მოსახელობას შეხვდა და „საქმიანი ეზოების” მნიშვნელობაზე ესაუბრა.  ეროვნული სატყეო სააგენტო ხე-ტყის დამზადების პრაქტიკას ცვლის. სოციალური ჭრები ეტაპობრივად გაუქმდება, სააგენტო ორგანიზებულად განახორცილებს  ხე-ტყის დამზადებას,  დახარისხებასა და დასაწყობებას ე.წ. „საქმიან ეზოებში“.

 

ტყის ახალი კოდექსი,   სატყეო სექტორის რეფორმის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს, რომლის მთავარი მიზანია მრავალმიზნობრივი ტყითსარგებლობის დამკვიდრება, ტყის ეკოსისტემების შენარჩუნება და დაცვა, სოციალური და ეკონომიკური სარგებლის გონივრული გამოყენება. ე.წ „საქმიანი ეზოს“ მოწყობა, კოდექსით გათვალისწინებულ სხვა სიახლეებთან ერთად,  წარმოაგდნეს  ტყის მდგრადი მართვის დანერგვის ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, სამუშაოები საქართველოს თითქმის  ყველა რეგიონში მიმდინარეობს.  წლის ბოლომდე,  ქვეყნის მასშტაბით  სულ  26   „საქმიანი ეზო“ მოეწყობა.

აღნიშნული ცვლილება გაუადვილებს მოსახლეობას და კერძო სექტორს ხე-ტყის შეძენას და ტრანსპორტირებას მათთვის სასურველ პერიოდში. შედეგად, მერქნული რესურსის დამზადების მიზნით ტყითსარგებლობა განხორციელდება გაცილებით ეფექტიანად, შემცირდება ტყეზე უარყოფითი გავლენა, ასევე უკანონო ჭრების რისკები.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად