ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტობის კანდიდატი ირაკლი მეძმარიაშვილი პრესკონფერენციას გამართავს

1 თებერვალს, 13:00 საათზე, თბილისის სპორტის სასახლის პირველ სართულზე, საკონფერენციო ოთახში, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტობის კანდიდატი ირაკლი მეძმარიაშვილი, ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი ზაზა ხეჩუაშვილი, გენერალური მდივნობის კანდიდატი მაია აზარაშვილი და იურისტი როინ მიგრიაული პრესკონფერენციას გამართავენ.

პრესკონფერენციის თემა სეოკ-ის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით სასამართლოში არსებული დავაა.

მხარეები საპრეზიდენტო არჩევნების არალეგიტიმურობასთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას წარმოადგენენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად