ეროვნული ნაკრების განაცხადში ცვლილებაა – ვლადიმირ ვაისმა კიდევ ერთი დებიუტანტი გამოიძახა

ერთა ლიგის მეორე გათამაშების სადებიუტო მატჩებისთვის, საქართველოს ეროვნული ნაკრების განაცხადში  ცვლილებაა. ესტონეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან შეხვედრებს ჯიმი ტაბიძე ტრავმის გამო გამოტოვებს.

ვლადიმირ ვაისის გადაწყვეტილებით, აღნიშნული იძულებითი ცვლილების შემდეგ ეროვნულ ნაკრებს კიდევ ერთი დებიუტანტი შეუერთდება. ერთა ლიგის მეორე გათამაშების სადებიუტო მატჩების განაცხადში დინამო თბილისის წევრი დავით კობოური იქნება.

აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.

31 აგვისტოს საქართველოს ნაკრები თბილისში 27 ფეხბურთელის შემადგენლობით შეიკრიბება. ესტონეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩებში  სამი დებიუტანტია გამოძახებული –  გიორგი კუცია, დავით კობოური (ორივე „დინამო თბილისი), ნიკა მალი (თბილისის „საბურთალო“).

ერთა ლიგის ახალი გათამაშების აღნიშნულ ორ შეხვედრას, ამერიკის საფეხბურთო ლიგის სან ხოსე ერთქვეიქსის ქართველი ლეგიონერები გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილი გამოტოვებენ. მიზეზი პანდემიის გამო დაწესებული სამოგზაურო და საკარანტინე რეგულაციებია. კლუბთან შეთანხმების შედეგად გადაწყდა, რომ ორივე ფეხბურთელი ოქტომბერში დაგეგმილ პლეი-ოფის პრინციპულ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი),სოლომონ კვერკველია (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, უნგრეთი), ნიკა მალი (საბურთალო, თბილისი), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი), დავით კობოური (დინამო, თბილისი).

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ვაკო გვილია (ლეგია, პოლონეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), გიორგი აბურჯანია (ტვენტე, ჰოლანდია), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, კვიპროსი), ლევან შენგელია (ქონიასპორი, თურქეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, თურქეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), ზურიკო დავითაშვილი (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), გიორგი კუცია (დინამო, თბილისი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი).

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), თორნიკე ოქრიაშვილი (ანორთოსისი, კვიპროსი), ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, კვიპროსი).

უახლოესი ორი მატჩისთვის, ცნობილია დამატებით რვა ფეხბურთელის ვინაობა, რომლებსაც ვლადიმირ ვაისი ეროვნული ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში განიხილავს:

როინ კვასხვაძე (დინამო, თბილისი), ლაშა პარუნაშვილი (ესბიერგი, დანია), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), ვახტანგ ჭანტურიშვილი (ზლინი, ჩეხეთი), ბუდუ ზივზივაძე (ფეჰერვარი, უნგრეთი), ლევან კუტალია (ჰაპოელი, თელ-ავივი, ისრაელი), ელგუჯა ლობჯანიძე (კაისარი, ყაზახეთი), ბაჩანა არაბული (პანიონისი, საბერძნეთი).

საქართველოს ნაკრების კალენდარი – უეფას ერთა ლიგა

5 სექტემბერი, 20:00 საათი
ესტონეთი – საქართველო

8 სექტემბერი, 20:00 საათი
საქართველო – ჩრდილოეთ მაკედონია

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად