ეროვნული ლიგა 1: “საბურთალომ” “დინამო” დაამარცხა და ერთპიროვნული ლიდერია

ეროვნული საფეხბურთო ლიგა 1-ის მე-6 ტურის ცენტრალური დაპირისპირება "დინამო არენაზე", "დინამოსა" და "საბურთალოს" შორის, სტუმრების გამარჯვებით – 0:1 დასრულდა.

გია ჭიაბრიშვილის გუნდს მიმდინარე გათამაშებაში მხოლოდ ერთი მარცხი ჰქონდა განცდილი "ლოკომოტივთან", რის გამოც "დინამო" მას დაეწია და ქულებით გაუთანაბრდა, ამიტომ ამ შეხვედრას პრინციპული ხასიათი ჰქონდა, გამარჯვებული ცხრილის ერთპიროვნული ლიდერი გახდებოდა.

"საბურთალო"  63-ე წუთზე თორნიკე გორგიაშვილმა დააწინაურა და მიუხედავად ბევრი მცდელობისა, ვერცერთმა გუნდმა ანგარიშის შეცვლა ვეღარ მოახერხა. საბურთალოელებს 15 ქულა აქვს და ცხრილში ერთპიროვნულად ლიდერობენ.

რაც შეეხება მეორე დაპირისპირებას, ლანჩხუთში წასულმა "სამტრედიამ", ბადრი კვარაცხელიას თავკაცობითაც ვერ შეძლო თამაშის მოგება. სამტრედიელების ანგარიშზე, პირველ ტურში დამარცხებული "ლოკომოტივია", თუმცა "დილასთან" მოპოვებული ქულით მათ ცხრილის ბოლო ადგილს თავი დააღწიეს და ახლა მე-8 ადგილზე იმყოფებიან.

ამავე ტურში ასეთი შედეგები დაფიქსირდა:

რუსთავი – კოლხეთი – 2:0

ლოკომოტივი – სიონი – 1:2

ტორპედო – ჩიხურა – 0:1

მე-7 ტურის შეხვედრები 20, 21 და 22 აპრილს გაიმართება. 

ფოტო: დინამო თბილისი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად