ეროვნული კინოცენტრი ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე წელს მეთოთხმეტედ არის წარმოდგენილი

ეროვნული კინოცენტრი ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე წელს მეთოთხმეტედ არის წარმოდგენილი. ევროპული კინოს ბაზრობაზე (EFM) საქართველოს სტენდს ეროვნული კინოცენტრი და ეკონომიკის სამინისტროს სააგენტო “აწარმოე საქართველოში” ერთობლივად წარმოადგენენ. ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრის პრესსამსახური ავრცელებს.

რადენიმე დღის განმავლობაში ქართული დელეგაცია უცხოელ კოლეგებთან არაერთ მნიშვნელოვან შეხვედრას გამართავს. ასევე, საქართველოს პავილიონში ქართული ფილმების პრომოუშენის გარდა, საქართველოში გადაღებით დაინტერესებული უცხოელი კინომწარმოებლებისთვის პროგრამის „გადაიღე საქართველოში” გაცნობაც მოხდება.
დღეს ეროვნული კინოცენტრის წარმომადგენლებმა უკვე გამართეს შეხვედრები კანის კინოფესტივალის დირექტორ ტიერი ფრემოსთან და სან სებასტიანისა და კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალების წარმომადგენლებთან.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...