ეროვნული გამოცდები დღეს ფიზიკის გამოცდით დასრულდება

ერთიანი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 1-ელი აგვისტოდან ეროვნული გამოცდების შედეგები გამოქვეყნდება. პირველი ზოგადი უნარების შედეგები გამოქვეყნდება.

2019 წლის გამოცდები 1 ივლისს დაიწყო. როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრში აცხადებენ, ნაშრომების გასწორების პროცესი უკვე დაწყებულია. სხვა საგნების შედეგები ეტაპობრივად გამოქვეყნდება.

დღეს კი ერთიანი ეროვნული გამოცდები ფიზიკის გამოცდით დასრულდება.

24 ივლისს კი, საერთო სამაგისტრო გამოცდა ჩატარდება.

წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 41 ათასი აბიტურიენტი იყო დარეგისტრირებული. საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 12000-მდე კანდიდატმა გაიარა; სტუდენტთა საგრანტო კონკურსის ჩაბარების სურვილი 4600-მდე სტუდენტმა გამოთქვა; მასწავლებლის კომპეტენციას 31000-ზე მეტი აპლიკანტი დაადასტურებს.

2019 წლის გამოცდები 1 ივლისს დაიწყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...