ეროვნული ბანკი: საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, საფინანსო სექტორი სერვისების მიწოდებას განაგრძობს

საქართველოში საფინანსო სექტორი მომზადებული ხვდება გამოწვევებს და გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პირობებშიც საფინანსო ორგანიზაციები განაგრძობენ მუშაობას.

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის დროს იზღუდება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული გარკვეული უფლებები. მათ შორის, პრეზიდენტის დეკრეტით საქართველოს მთავრობას მიეცა უფლება, აუცილებლობის შემთხვევაში, შეზღუდოს საკუთრების უფლება და გამოიყენოს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა ქონება და მატერიალური საშუალებები. აქვე დავაზუსტებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტით გათვალისწინებული შეზღუდვები არ ეხება კომერციულ ბანკებში და ზოგადად, საფინანსო სექტორში განთავსებულ ფულად სახსრებს.

შეგახსნებეთ, რომ საფინანსო სექტორი განაგრძობს სერვისების სრული სპექტრის შეუზღუდავ მიწოდებას. მათ შორის, ნაღდი ფულის უწყვეტ მიწოდებას, ანგარიშსწორებას, სასესხო და სადეპოზიტო მომსახურებას. შეუფერხებლად იმუშავებენ გადახდის აპარატები და ბანკომატები.

მოვუწოდებთ მოსახლეობას, იმისათვის რომ ქვეყანამ ეფექტიანად შეძლოს ვირუსთან ბრძოლა, მაქსიმალურად გამოიყენონ ინტერნეტ გადახდის სერვისები. ბანკებს, სესხის გამცემ სუბიექტებს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს და ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებს ეძლევათ რეკომენდაცია მაქსიმალურად შეზღუდონ სერვის ცენტრებში მომსახურე პერსონალისა და კლიენტებს შორის პირდაპირი ფიზიკური კონტაქტი. უზრუნველყონ მათი პერსონალის მაქსიმალური დაცვა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად