ეროვნული არქივის მეოთხე საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის მეოთხე საერთაშორისო კონფერენცია „არქივთმცოდნეობა, წყაროთმცოდნეობა – ტენდენციები და გამოწვევები“ დღეს ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა და  არქივების საერთაშორისო საბჭოს ევროპული განყოფილების (EURBICA-ს) თავმჯდომარემ, მალტის ეროვნული არქივის დირექტორმა, კონფერენციის საპატიო სტუმარმა ჩარლზ ჯ. ფარუჯამ ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში გასხნეს.

კონფერენციის მონაწილეებს ვიდეომიმართვით მიესალმა არქივების საერთაშორისო საბჭოს (ICA-ის) პრეზიდენტი დევიდ ფრიკერი.სამდღიან კონფერენციაში 170-მდე ქართველი და უცხოელი მეცნიერი მიიღებს მონაწილეობს.

კონფერენციის სამეცნიერო მიმართულებებია: არქივთმცოდნეობა, წყაროთმცოდნეობა, სიძველეთმცოდნეობა, ისტორია/ხელოვნების ისტორია/ეთნოლოგია, ფილოლოგია (კოდიკოლოგია-ტექსტოლოგია), საბუნებისმეტყველო კვლევები, კულტურათაშორისი კომუნიკაციები, რესტავრაცია-კონსერვაცია, ციფრული არქივები და მონაცემთა ბაზები, კულტურული მემკვიდრეობის მენეჯმენტი, საქართველო და სამხრეთ კავკასია 1918-1921 წლებში კონფერენციის წარმართვის, სექციების მუშაობის, მომხსენებლებისა და თემების შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ თანდართულ კონფერენციის პროგრამაში: http://archives.gov.ge/uploads/other/4/4073.pdf

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად