ეროვნული არქივის მეოთხე საერთაშორისო კონფერენცია 26 სექტემბერს გაიხსნება

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის მეოთხე საერთაშორისო კონფერენცია „არქივთმცოდნეობა, წყაროთმცოდნეობა – ტენდენციები და გამოწვევები“ 26 სექტემბერს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში გაიხსნება. ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს

კონფერენციაში 170-მდე ქართველი და უცხოელი მეცნიერი მიიღებს მონაწილეობას.კონფერენციის სამეცნიერო მიმართულებებია: არქივთმცოდნეობა,  წყაროთმცოდნეობა,  სიძველეთმცოდნეობა,  ისტორია/ხელოვნების ისტორია/ეთნოლოგია, ფილოლოგია (კოდიკოლოგია-ტექსტოლოგია), საბუნებისმეტყველო კვლევები, კულტურათაშორისი კომუნიკაციები, რესტავრაცია-კონსერვაცია, ციფრული არქივები და მონაცემთა ბაზები, კულტურული მემკვიდრეობის მენეჯმენტი, საქართველო და სამხრეთ კავკასია 1918-1921 წლებში.

კონფერენციის წარმართვის, სექციების მუშაობის, მომხსენებლებისა და თემების შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ თანდართულ კონფერენციის პროგრამაში: http://archives.gov.ge/uploads/other/4/4073.pdf

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად