ეროვნული არქივი აცხადებს მიღებას საქმისწარმოებისა და საარქივო საქმის სასწავლო კურსზე

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი აცხადებს მიღებას საქმისწარმოებისა და საარქივო საქმის სასწავლო კურსზე. მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია 2 მარტის ჩათვლით მიმდინარეობს, ღონისძიება კი 9-13 მარტს გაიმართება. ინფორმააციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

სასწავლო კურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, რომელსაც საშუალება ექნება, გაეცნოს საქმისწარმოების და საარქივო საქმის ფუნქციონირებისათვის საჭირო საკანონმდებლო ბაზას, შეიძინოს თეორიული და პრაქტიკული უნარ-ჩვევები.

სასწავლო კურსებზე რეგიტრაციის პირობები და სხვა დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://archive.gov.ge/ge/erovnuli-arkivi-atskhadebs-mighebas-sakmistsarmoebisa-da-saarkivo-sakmis-sastsavlo-kursze

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად