ეროვნულ გამოცდებზე ისტორიის ტესტის ფორმატი შესაძლოა, შეიცვალოს

ამის შესახებ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრის ხელმძღვანელმა სოფო გორგოძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

სოფო გორგოძის თქმით, 2020 წელს ისტორიის საგამოცდო ტესტმა შესაძლოა ფორმატი შეიცვალოს.

“ისტორიის მიმართულებას რადგანაც ამგვარი მნიშვნელობა მიენიჭება, რა თქმა უნდა, ტესტი გადაიხედება. გადაიხედება იმისთვის რომ ყველა ის მნიშვნელოვანი უნარი გამოვცადოთ, რაც აუცილებელია. გარკვეულწილად ვმუშაობთ რომ ეს პროცესი დაიხვეწოს” – განაცხადა სოფო გიორგაძემ.

მინიტრის თქმით, ისტორიის საგამოცდო ტესტმა შესაძლოა მცირეოდენი ცვლილება განიცადოს, რადიკალური ცვლილებები კი დაგეგმილი არ არის.

“მცირეოდენი ცვლილებები სულ გვაქვს, რადიკალური ცვლილება არ იქნება. ეს არ იგეგმება. ჩვენი მიზანია საუნივერსიტეტო პროგრამა რელევანტური იყო იმ ჩაბარების სისტემით, რომელსაც აბიტურიენტი აბარებს” – განაცხადა ბატიაშვილმა.

ცნობისთვის, ტექნიკურ და საბუნებისმეტყველო მიმართულებაზე აბიტურიენტი მათემატიკას, ხოლო ჰუმანიტარულზე ისტორიას ჩააბარებენ.

სექტემბრის შუა რიცხვებში აბიტურიენტებისთვის ცნობილი გახდება, თუ რომელი დამატებითი საგანი უნდა ჩააბარონ კონკრეტულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასარიცხად.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად