ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში ახალი ბოტანიკური ცენტრის მშენებლობა იწყება

საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში ახალი ბოტანიკური ცენტრის მშენებლობას საფუძველი ჩაეყრება. ღონისძიება 5 მარტს, 12:00 საათზე გაიმართება.

ღონისძიებაში მონაწილეობას თბილისის მერი კახა კალაძე, ბოტანიკური ბაღის დირექტორ თამაზ დარჩიძესა და ბოტანიკური ბაღების კონსერვაციის საერთაშორისო საბჭოს გენერალურ მდივანთან ერთად მიიღებს.

ახალი ბოტანიკური ცენტრი ლაბორატორიულ და ადმინისტრაციულ ფუნქციებს გააერთიანებს.

ღონისძიებას მეგობარი ქვეყნების ელჩები, პარტნიორი ბოტანიკური ბაღების წარმომადგენლები, პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა ოფიციალური პირები დაესწრებიან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად