ერიქსენს დეფიბრილატორი ჩაუდგეს, რის გამოც მისი იტალიაში თამაში გამორიცხეს

მილანის “ინტერის” დანიელი ფეხბურთელის კრისტიან ერიქსენის იტალიაში თამაში ფაქტობრივად გამორიცხულია. ამის მიზეზი ისაა, რომ ფეხბურთელს 12 ივნისს ევროპის ჩემპიონატზე მატჩის მიმდინარეობისას გულის შეტევა დაემართა.

ფეხბურთელის გადარჩენა ექიმებმა შეძლეს, თუმცა გულის პათოლოგიის თავიდან ასარიდებლად მას დეფიბრილატორი ჩაუდეს. იტალიაში კი დეფიბრილატორით თამაში აკრძალულია.

“ერიქსენს იტალიაში თამაშის უფლებას ვერ მივცემთ. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ მას დეფიბრილატორს ამოუღებენ და დადგინდება, რომ პათოლოგია არ არსებობს”, – განაცხადა იტალიის ტექნიკურ-სამეცნიერო კომიტეტის წარმომადგენლმა ფრანჩესკო ბრაკონარომ Goal.com-თან.

ერიქსენმა ევროპის ჩემპიონატზე ფინეთი-იტალიის მატჩის დროს გულის შეტევა მიიღო, ექიმებმა მისი გადარჩენა დიდი ძალისხმევის შემდეგ შეძლეს, თუმცა მას საავადმყოფოში 6 დღის გატარება მოუწევს. ამ ფაქტორებიდან გამომდინარე ნაკლებად სავარაუდოა, რომ მას თამაშის უფლება მისცენ.

კომენტარები
იტვირთება...