ერგეს საჯარო სკოლის დირექტორს სახელმწიფო თანხების მითვისებაში ადანაშაულებენ

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეს საჯარო სკოლის დირექტორის წინააღმდეგ გამოძიება სახელმწიფო თანხების მითვისების მუხლით დაიწყო,-ამის შესახებ "აიპრესს" ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში განუცხადეს.

როგორც საგამოძიებო უწყებაში აღნიშნავენ, ამ დროისთვის სკოლის დირექტორი დაკავებული არ არის. მათივე განმარტებით, გამოძიების ფარგლებში მისი დაკითხვა მოხდა.

"გამოძიება დაწყებულია სახელმწიფო თანხების მითვისების მუხლით. ჯერჯერობით დაკავებული არავინ არ არის. დირექტორი უკვე დაკითხულია",-აღნიშნავენ საგამოძიებო სამსახურში.

აღსანიშნავია, რომ სოფელ ერგეს საჯარო სკოლის დირექტორის საქმიანობაზე დასკვნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების სამინისტროს აუდიტისა და ინსპექტირების დეპარტამენტმა მოამზადა. ინსპექტირებით დადგენილია, რომ ადგილი ჰქონდა ხელფასების შესაძლო უკანონო დარიცხვას, დოკუმენტაციის არარსებობას და სხვა დარღვევებს.

აუდიტის და ინსპექტირების დეპარტამენტის დასკვნის სრული ვერსია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...