ერევანში Sputnik V ვაქცინის პირველი პარტია ჩავიდა

8 აპრილის ღამეს, Sputnik V ვაქცინის პირველი პარტია მოსკოვიდან თვითმფრინავით ჩაიტანეს სომხეთის დედაქალაქ ერევანში.

აეროპორტში თვითმფრინავის დაშვებას ესწრებოდნენ სომხეთში რუსეთის საელჩოს მრჩეველი პაველ კუროჩკინი, ჯანმრთელობის დაცვის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის გენერალური დირექტორი არტავაზდ ვანიანი, ერევანში როსოტრუდნიჩესტვოს ოფისის წარმომადგენელი ანდრანიკ არზუმანიანი.

“მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის მასშტაბური დახმარების გაგრძელება სომხეთისთვის კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში. ეს არის ჩვენი ხალხების მჭიდრო თანამშრომლობის და ძმური ურთიერთობების ყველაზე ნათელი მაგალითი”, – თქვა პაველ კუროჩკინმა.

Sputnik V- ით ვაქცინაცია სომხეთის სამედიცინო ცენტრების სამედიცინო მუშაკებს შორის დაიწყება.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...