ერევანში სომხეთის სპეცსამსახურის ყოფილი უფროსის ცხედარი იპოვეს

ერევანში, სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი დირექტორის, 38 წლის გეორგი ქუტოიანის ცხედარი იპოვეს.

“სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი დირექტორის, გეორგი ქუტოიანის ცხედარი, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნება, ერთ-ერთ ბინაში იპოვეს”, – იუწყება სომხეთის რესპუბლიკის საგამოძიებო კომიტეტის პრესსამსახური.

ადგილზე საგამოძიებო ჯგუფი გაემგზავრა.

ქუტოიანი სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის უფროსად 2016 წლის თებერვალში დაინიშნა. მანამდე, ის იურიდიულ საკითხებში სომხეთის პრეზიდენტის თანაშემწე იყო.

2018 წლის მაისში რესპუბლიკის პრეზიდენტმა არმენ სარგსიანმა ქუტოიანის სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გადაყენების თაობაზე ბრძანებას ხელი მოაწერა.

2020 წლის 30 სექტემბერს ქუტოიანი 39 წლის გახდებოდა.

თარგმანი: თაკო ჩხაიძე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად